25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები

0
817
90 Views

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

რაღაც მოვლენა გაიძულებთ ინერვიულოთ, მაგრამ ახალ, სასარგებლო გამოცდილებას და ახალ შესაძლებლობებსაც მოგიტანთ. სირთულეების ნუ შეგეშინდებათ. გირჩევთ, ძველი საქმის დასრულებამდე ახალი საქმე არ დაიწყოთ. ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით, ეს კი აუცილებლად უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს.

კურო

ამ დღეს გარშემო მყოფთა კრიტიკული შენიშვნები თქვენთვის სასარგებლო იქნება. გირჩევთ, ამ შენიშვნებს ყურადღებით მოუსმინოთ და საკუთარი შეცდომები გამოასწოროთ. ეცადეთ, დამოუკიდებლად იმუშაოთ და დახმარება არ ითხოვოთ – სავარაუდოდ, კოლეგების მუშაობით იმედგაცრუებული დარჩებით. თუ გულზე ხელებს დაიკრებთ და არ იმოქმედებთ, შეიძლება პრობლემებს ვერ გაუმკლავდეთ.

ტყუპები

გირჩევთ, აქტივობა შეამციროთ და ეს დღე რაც შეიძლება მშვიდად გაატაროთ. ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაჭრის მცდელობა კრახით დასრულდება, ამიტომ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე აირჩიეთ და ეცადეთ, ბოლომდე მიიყვანოთ. თუ შემოქმედებით მიდგომას და მდიდარ ფანტაზიას დაიხმართ, შეიძლება ყველაზე მოსაწყენი და უსიამოვნო სამუშაოც კი სახალისო გახდეს. ასე რომ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

კირჩხიბი

ამ დღეს ინტუიცია მხოლოდ სწორ რჩევას მოგცემთ, ამიტომ უფრო ხშირად და ყურადღებით უნდა მოუსმინოთ. ეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ და იაქტიუროთ – აჯობებს დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ და თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ. საღამოს შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ ამაზე ნუ ინერვიულებთ – სიტუაცია თქვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით განვითარდება.

ლომი

ნებისმიერ სიტუაციაში საკუარი სიმართლის დამტკიცების სურვილმა შეიძლება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გააფუჭოს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, თანამოსაუბრეს დაუთმოთ და კომპრომისები მოძებნოთ. ენერგიულობა და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში და სერიოზული საქმის დასრულებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.

ქალწული

საკუთარ თავში და გადაწყვეტილებებში გაურკვევლობა მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები მოთოკოთ და არ ჩაერთოთ კამათში, რომელიც დაპირისპირებაში გადაიზრდება. სასურველია, დიდი შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ და ამ დღეს მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინოთ. თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ, შეიძლება ბევრი პრობლემა თავიდან აიცილოთ.

სასწორი

ამ დღეს ჯობია დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და ნაკლები იაქტიუროთ. შესაძლოა, სამსახურში წარმატებას მიაღწიოთ და იმისი ყურადღება მიიქციოთ, ვინც მომავალში თქვენი მოკავშირე გახდება. პოტენციურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრები კარგად ჩაივლის. ხელსაყრელი დღეა სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობისა და სოციალურ ღონისძიებებში დასწრებისთვის. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, მოვლენები რა მიმართულებით განვითარდება.

მორიელი

თუ შესაძლებელია, ეს დღე ძალიან მშვიდად გაატარეთ და ზედმეტ ყურადღებას ნუ მიიპყრობთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის რთული სიტუაციიდან გამოსავალს დაგანახვებთ. მოერიდეთ დამატებითი დავალებების აღებას და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. ამ ნიშნის შეყვარებულ წარმომადგენლებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თუ შესაძლებელია, ეცადეთ, ურთიერთობა შეზღუდოთ, ტელეფონი გათიშოთ და მთელი დღე მარტო გაატაროთ. სასურველია, რომ მაღაზიაში საყიდლებზე გასვლა და დიდი შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეს ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის უნდა მოემზადოთ.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ გეგმებში არავინ ჩაახედოთ. მოერიდეთ თქვენს წარმატებებზე საჯაროდ საუბარს – ვიღაცას შეიძლება თქვენი შეშურდეს და თქვენი იდეების მითვისება სცადოს. მოერიდეთ სადავო თემების განხილვას და ნეიტრალურ საკითხებზე ისაუბრეთ. მომხდარის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ წარმატებას უფრო სწრაფად მიაღწიოთ. შეიძლება მცირე ფინანსური ზარალი განიცადოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – მალე უფრო დიდ შემოსავალს მიიღებთ.

მერწყულ

რთულ სიტუაციებში მხარდაჭერა ახლო მეგობრებში უნდა ეძებოთ. ისინი პრაქტიკულ რჩევებს მოგცემენ და პირად ურთიერთობებში შექმნილი სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, მენეჯმენტს თვალში არ მოხვდეთ, თორემ დამატებით სამუშაოს ვერ აიცილებთ თავიდან. დაგეგმილი შესყიდვები წარმატებული იქნება, დაუგეგმავისგან კი უმჯობესია თავი შეიკავოთ.

თევზები

ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ერიდეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. გირჩევთ, საკუთარი გეგმები კოლეგებს ან ახლო მეგობრებს გაუზიაროთ. ისინი შეცდომებზე მიგითითებენ და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან. ამ დღეს თქვენში წინასწარმეტყველების ნიჭი გაიღვიძებს და ზოგი ადამიანის ქმედების ან გადაწყვეტილების დანახვას შეძლებთ. საღამოს საშუალება გექნებათ, საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მოგვიანებით ბევრჯერ გამოგადგებათ.

Cesko