„ორი შვილი და უმშვენიერესი მეუღლე“ – გაიცანით უფრო ახლოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ლუკა გადრანი

0
578
92 Views

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგის ახალი გათამაშების შეხვედრებისთვის ორი დებიუტანტი გამოიძახა. ერთ-ერთი ყაზახური „ქაირათის“ მცველი ლუკა გადრანია, რომელმაც საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.

„ფეხბურთიდან ასეთი დიდი ემოცია ჯერ არ მიმიღია. ეს დიდი სიხარულია, რომლის სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია, წარმოუდგენელი განცდაა. რაც კარიერის დროს გადამიტანია და განმიცდია, ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა. იყო სიხარულიც, იმედგაცრუებაც, საუკეთესო და რთული პერიოდები. როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ტყუილად არ ჩაუვლია და მიხარია, რომ დღეს საქართველოს ნაკრების წევრი ვარ.

27 წლის ქართველ მცველს ჰყავს ოჯახი, მეუღლე თიკა კაპანაძე და ორი შვილი.

თიკა მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარია, ის კარიერულ წარმატებებს ლუკა საჯაროდაც ხშირად ულოცავს და მის მიმართ მხარდაჭერას სოციალურ ქსელშიც გამოხატავს.

წყვილი ორ ვაჟს, იოანესა და ტიმოთეს ზრდის.

 

 

 

 

 

Cesko