1,553 Views
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა ორი კი დაკარგულად ითვლება. შემთხვევა სამი დღის წინ, პუნეს ლონავალაში, ბჰუშის კაშხალთან მოხდა. ოჯახის წევრები ჩანჩქერის სანახავად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ძლიერი ნალექის გამო წყალი ადიდდა და ხუთივე მათგანი დაიკარგა.
- სამაშველო სამუშაოები ორშაბათს დაიწყო. მაშველებმა ამ დროისთვის სამი ცხედრის პოვნა მოახერხეს, გარდაცვლილები არიან შაჰისტა ანსარი (36 წლის), ამიმა ანსარი (13 წლის) და უმერა ანსარი (8 წლის). ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან 4 წლის ადნან ანსარი და 9 წლის მარია საიადი. ოჯახი წარმოშობით ნაგარის რაიონიდანაა.