“გამორჩეულად ნიჭიერი იყო…“ – დაღუპული 23 წლის ახალგაზრდა თე­ატ­რა­ლუ­რი დასის “ლიბერტას” წევრი იყო

0
265
85 Views

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ სი­მო­ნეთ­თან ახ­ლოს არ­სე­ბულ ხე­ლოვ­ნურ ტბა­ში ნა­პოვ­ნი 23 წლის ახალ­გაზ­რდა თემო ხა­დუ­რია.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ტბაზე თანატოლებთან ერთად საბანაოდ ოთხი დღის წინ იმყოფებოდა. ახლობლების თქმით, ახალგაზრდა წყლის ფსკერზე არსებულ ლამში ჩაეფლო და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მას წყალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

თემო ხადური აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასის “ლიბერტას” წევრი იყო.

“აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რა­ლუ­რი დასი “ლი­ბერ­ტა” მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი­სა და თე­ატ­რა­ლუ­რი და­სის წევ­რის, თემო ხა­დუ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

ის გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი და მე­გობ­რუ­ლი იყო. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯხს, და­სის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს!“ – წერს უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

Cesko