თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

0
1751
111 Views

ფოტო: თემატური

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში „ტუ-22-ემ-3“-ის ტიპის ბომბდამშენმა კატასტროფა განიცადა, დაღუპულია ერთი მფრინავი. ამის შესახებ ინფორმაციას ირკუტსკის ოლქის გუბერნატორი იგორ კობზევი ავრცელებს.

გუბერნატორის ცნობით, დანარჩენმა სამმა მფრინავმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღო. ბომბდამშენმა კატასტროფა გუშინ საღამოს გეგმური ფრენის შესრულებისას განიცადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეკიპაჟმა კატაპულტირება შეძლო. თვითმფრინავი უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა. უწყებაში აცხადებენ, რომ წინსწარი ვერსიით ავარიის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

Cesko