მძიმედ დაჭრილი რადას ყოფილი დეპუტატი ირინა ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა

0
109
21 Views

უკრაინის ქალაქ ლვოვში რადას ყოფილი დეპუტატი, ნაციონალისტური პარტია, „თავისუფლების“ წევრი, ირინა ფარიონი მოკლეს.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:30 საათზე, ირინა ფარიონს საკუთარ სახლთან უცნობმა მამაკაცმა თავში ესროლა და მიიმალა.

რადას ყოფილი დეპუტატი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ყოფილი დეპუტატის მკვლელობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

ირინა ფარიონი პარტია „თავისუფლების“ წევრი 2005 წელს გახდა, 2012 წელს კი დეპუტატად აირჩიეს. ფარიონი ცნობილი გახდა უკრაინული ენის პოპულარიზაციისა და რუსულად მოლაპარაკე საჯარო მოხელეების დისკრედიტაციის მიზნით ხშირი კამპანიებით. ყოფილმა დეპუტატმა არაერთხელ ისაუბრა უკრაინელების მიერ რუსული ენის გამოყენების წინააღმდეგ და მოუწოდა ძალადობისკენ რუსულად მოსაუბრეების მიმართ.

Cesko