გოგა ხაინდრავა მეთიუ მილერზე: რასაც დასთესავ, მეთიუ, იმას მოიმკი! სპეკულაცია ფაქტების გაგებამდე თქვენი მოგონილია! უპასუხისმგებლობაც!

0
123
43 Views

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება, სადაც მილერმა კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ დონალდ ტრამპზე თავდასხმის უკან „გლობალური ომის პარტია“ დგას.

„პრეზიდენტმა სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები ფაქტების გაგებამდე – მეთიუ მილერი. რასაც დასთესავ მეთიუ, იმას მოიმკი! სპეკულაცია ფაქტების გაგებამდე თქვენი მოგონილია! უპასუხისმგებლობაც!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

Cesko