სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმების აკრძალვის გაუქმებას მხარს უჭერს

0
99
26 Views

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმების აკრძალვის გაუქმებას მხარს უჭერს.

როგორც სტოლტენბერგმა საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, უკრაინას უფლება აქვს, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებს შეუტიოს მკაცრად გაწერილი საერთაშორისო უფლებების ფარგლებში.

„იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, ამ უკანასკნელს აქვს თავდაცვის უფლება, რაშიც აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ლეგიტიმურ სამიზნეებზე დარტყმებიც მოიაზრება. ჩემთვის, ეს სრულებით გასაგებია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. 

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოს არ შემოუღია საკუთარი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა, ხოლო ზოგიერთმა, აღნიშნული შეზღუდვა მოხსნა კიდეც.

Cesko