27 Views
აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და უნგრეთის პრემიერს აქებს.
„შესანიშნავი ქვეყნის, უნგრეთის, ჭკვიანი, ძლიერი და თანაგრძნობის მქონე ლიდერი. ყოჩაღ, ვიქტორ!!!“, – წერს დონალდ ტრამპი.
ინფორმაციისთვის, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ვიქტორ ორბანისა და თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის, დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უნგრეთის პრემიერიც გამოეხმაურა.
„დღის კარგი ამბავი, დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას აპირებს“, – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.