რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მოერიდოთ სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას, ავანტიურისტულ წინადადებებს, საპირისპირო სქესთან ფლირტს და ზედმეტი ყურადღების მიპყრობას. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ. საღამოს შესაძლოა, სასურველი შედეგის მიღება შეძლოთ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად ძალები უნდა აღიდგინოთ.
კურო
ამ დღეს სასურველ შედეგს მხოლოდ შრომით და მოთმინებით მიაღწევთ. სწორედ ეს თვისებები დაგეხმარებათ, რომ მწვერვალები დაიპყროთ. სამეგობრო წრე სავარაუდოდ, გაფართოვდება. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ბიზნესისთვის. საღამოს პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან შემცირდება და უმნიშვნელო, მაგრამ შემაწუხებელი სირთულეები გაჩნდება. ეცადეთ არ გადაიღალოთ.
ტყუპები
ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ მიაღწიოთ წარმატებას, რომელზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით. თუ არჩეულ გზას ბოლომდე მიჰყვებით და უკან არ დაიხევთ გაიგებთ ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ მტერი. თქვენს ირგვლივ ბევრი შურიანი ადამიანია, დროა მათი ამოცნობა ისწავლოთ. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმარი – მთავარია, გაღვიძებისთანავე არ დაივიწყოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს კონფლიქტი ნებისმიერ დროს და ვითარებაშია მოსალოდნელი. შინაგანი კულტურა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციას გაუმკლავდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახს და ახლო მეგობრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ და როდესაც სასურველ შედეგს მიიღებთ თავი ნამდვილ გმირად იგრძნოთ.
ლომი
ვიღაც ეცდება, რომ მოგატყუოთ ან მახეში გაგაბათ. იმისთვის, რომ ეს დღე თქვენთვის ხელსაყრელი შედეგით დაასრულოთ, სწრაფი რეაქციის გამოჩენა და საჭირო ადგილზე დროულად მისვლა უნდა შეძლოთ. ნუ მოიშლით ნერვებს წვრილმანებზე, მეტი დრო გაატარეთ ახლობელ ადამიანებთან ერთად და აუცილებლად გადით ბუნებაში. თქვენი ენერგიის, შეუპოვრობისა და მონდომების წყალობით ბევრი ოჯახური პრობლემა მოგვარდება.
ქალწული
თქვენი სასიცოცხლო ენერგია იწურება, ახლა ყველაზე მეტად გარემოს შეცვლა და დადებითი ემოციები გჭირდებათ. სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა და ახალი გამოცდილება სასიცოცხლო ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ზოგ ქალწულს გეგმების შეცვლა და დაწყებული საქმის მიტოვება მოუწევს. არ ინერვიულოთ. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, მით უკეთესი იქნება. ეცადეთ შექმნილი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და მიხვდებით, რომ საქმე არც ისე ცუდადაა.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ახალი და თამამი იდეების განხორციელება დაიწყოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის არ გიღალატებთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ.
მორიელი
მორიელებო, ეს დღე თქვენს ბიზნესს დიდი ხნის ნანატრი წარმატებას მოუტანს. თქვენთვის საჭირო ადამიანს თქვენთვის დამახასიათებლი ტაქტით, დიპლომატიით და სიზუსტით იპოვით. ფინანსური პერსპექტივები ხელსაყრელია – საშუალება გაქვთ, რომ საოცნებო ნივთი იყიდოთ. თქვენი ენერგია და მხიარულება ბევრ ადამიანს იზიდავს, ამიტომ თავბრუდამხვევი რომანტიკული ისტორიები გელით.
მშვილდოსანი
თუ ამ დღეს მოგზაურობას გეგმავთ, ფრთხილად უნდა იყოთ. დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გაჩნდება და უარს ნუ იტყვით. ზოგჯერ დაუგეგმავი ქმედებები წარმატების საფუძველია, მაგრამ არა ამ დღეს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ უნდა აჩქარდეთ და ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად აწონ-დაწონოთ.
თხის რქა
მშვენიერი დღეა ნაყოფიერი მუშაობისთვის. შეგიძლიათ ონლაინ კურსებზე დარეგისტრირდეთ და ახალი ცოდნა შეიძინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ძალა თქვენს ინტელექტშია. ბავშვობის დროინდელი კომპლექსები თავს შეგახსენებთ. გირჩევთ საკუთარ თავზე იზრუნოთ, ახალი მიზნები დაისახოთ და მიაღწიოთ, იპოვოთ საქმე, რომელსაც მთელ ცხოვრებას დაუთმობთ. გირჩევთ სარისკო მოქმედებები თავიდან აიცილოთ – კარგად გამოცდილი ხერხები საშუალებას მოგცემთ საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ.
მერწყული
საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით. საღამო ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ – ეს ბოლო დღეების ნერვული დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.
თევზები
ამ დღეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს უნდა მოერიდოთ, რადგან უცხო ადამიანების აგრესია და ინფექციური დაავადებებია მოსალოდნელი. მიიღეთ ეს დღე ისეთი როგორიცაა და ნურაფრის შეცვლას ნუ ცდით. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ურთიერთობებს.