ვის (არ) შეეხება ამნისტია და მოხვდება თუ არა სიაში სააკაშვილი – რას ამბობენ “ოცნებასა” და ოპოზიციაში

0
114
23 Views

ამნისტიის კანონპროექტს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს – პატიმრები და მათი ოჯახის წევრები ელლოდებიან რატი ბრეგაძის უწყების განმარტებას, თუ რომელ მუხლებს შეეხება ამნისტია.

“პირველებმა” გაარკვია, რომ ამნისტია მასშტაბური იქნება და მსჯავრდებულების დიდ რაოდენობას შეეხება.

მამუკა მდინარაძის თქმით, ამნისტიის პუნქტებზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს და მინისტრს პირადად ეკონტაქტება.

შეეხება თუ არა ამნისტია იმ მუხლებს, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტია გასამართლებული – ამაზე მდინარაძე ამბობს, რომ “გამორიცხული მგონია, რა მუხლებსაც ვიხსენებ, მისი მუხლები აქ არ უნდა ეწეროს და დიდი სურვილიც არ არის ამის”.

ნებისმიერ თქვენგანს ვაჩვენებ მიმოწერას, მაგალითად, ჩემი და იუსტიციის მინისტრის, რამდენი თვის წინ ვსაუბრობდით რაღაც დეტალებზე ამ ამნისტიის. ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ ჩვენ მთავრობასთან კოორდინაციით, რომ ევროპულ სტანდარტს უნდა მიუახლოვდეს პატიმრების რაოდენობა, ჩვენ ამის შემცირებაზე ვსაუბრობთ. როგორც ირაკლი კობახიძემ, მეც და რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ განაცხადა, ჩვენ საბოლოო ჯამში, მივდივართ იმ მიზნამდე, რომ ევროპული სტანდარტი პატიმრების რაოდენობითაც კი იყოს,“ – ამბობს მდინარაძე.

ოპოზიციის ეჭვებს, რომ “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ამნისტიის გამოცხადებას ხმების მობილიზების მიზნით აკეთებს, მმართველი გუნდის წევრისთვის მიუღებელია.

ოპოზიციის, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიცოდით, მაგრამ პოლიტიკური იმდენად მიკერძოებულობა, რომ ადამიანების თავისუფლებაზე გამოშვებას ეწინააღმდეგებიან და მათთვის ეს მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. ასევე, საინტერესოა, რომ გირჩის მხრიდან დაყენებული ეს ინციატივა სულ რამდენიმე კვირის თუ თვის წინ, არ იყო აღქმული, როგორც პოლიტიკურ მოსყიდვად, ეს იყო მიღებული ჩვეულებრივ, ლოგიკურ შეთავაზებად, ამ შემთხვევაშიც, ნამდვილად ვერ განვიხილავთ ამ ჭრილში,“ – ამბობს ნინო წილოსანი.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ყველა მექანიზმს გამოიყენებს.

ფაქტია, რომ ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს თვის გადარჩენისთვის. მის ერთადერთ ამოცანას წარმოადგენს ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, იმისთვის, რომ გააგრძელოს გამდიდრება ხალხის და ქვეყნის ინტერესების ხარჯზე, ამიტომ ჩვენ უნდა ველოდოთ ამგვარ წინასაარჩევნო ხრიკებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს ნათელი, ევროპული მომავლისთვის,“ – ამბობს თინა ბოკუჩავა.

Cesko