პუტინი: კიევი მოლაპარაკებებზე უარს იმიტომ ამბობს, რომ არჩევნები არ ჩაატაროს

0
110
36 Views

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მისი ქვეყანა ღიაა უკრაინის საკითხის პოლიტიკურ-დიპლომატიური გადაწყვეტის განხილვისთვის, თუმცა, მისივე თქმით, კიევის მხარეს ამის სურვილი არ აქვს.

პუტინის მტკიცებით, კიევის პოზიცია იმით არის განპირობებული, რომ ხელისუფლებას არ სურს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

„კიევში ჯერ კიდევ არ არიან მზად, უარი თქვან ომში გამარჯვების იდეის ბოლომდე მიყვანაზე. ეს იმით არის განპირობებული, რომ ამ შემთხვევაში, აღარ იარსებებს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების საბაბი და არჩევნების ჩატარება მოუწევთ მაშინ, როდესაც უკრაინის მმართველებს დაკარგული აქვთ რეიტინგი, ლეგიტიმაცია და მათი შანსები ნულის ტოლია.

ამავდროულად, დასავლელი სპონსორები აგრძელებენ ამ ქვეყნისა და მისი მოსახლეობის რუსეთთან დაპირისპირების მსხვერპლის როლში გამოყენებას “, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი. 

Cesko