ვერძი
ვარსკვლავები ვერძს მშვენიერ დღეს ჰპირდებიან. ამიტომ, თამამად შეადგინეთ გეგმები, დაიწყეთ ახალი პროექტები, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რაც ვერძს ხელს შეუშლის, შურიანთა კრიტიკაა. მათი მოსმენით, ის რისკავს, ეჭვებს დაემორჩილოს და თავდაჯერებულობა დაკარგოს.
კურო
არ ჩაერთოთ კამათში, თუ გაქვთ შანსი, რომ სამუშაო ადრე დაამთავროთ, სჯობს, ასე მოიქცეთ, რადგან თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი უსიამოვნება.
ტყუპები
ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გეძლევათ. მოიკრიბეთ გამბედაობა და იმოქმედეთ.
კირჩხიბი
დღე ჰარმონიულად ჩაივლის, შეგიძლიათ იმაზე მეტი საქმე გააკეთოთ, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. შეგიძლიათ, ერთდროულად წარმატებით აკეთოთ როგორც ჩვეულებრივი, რუტინული საქმეები, ასევე მნიშვნელოვანი პროექტებიც.
ლომი
მოულოდნელად დასაჩუქრდებით უკვე გაწეული სამუშაოსთვის. თქვენს ცხოვრებაში წარმატებების ახალი სერია იწყება.
ქალწული
რთული დღე მოგელით, შესაძლოა, უკვე დაგეგმილი საქმეები ისე არ დასრულდეს, როგორც ეს თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ. ამ დღეს, მხოლოდ ის საქმეები დაიწყეთ, რომლის განხორციელებაშიც 100 პროცენტით ხართ დარწმუნებული.
სასწორი
გაიგებთ ამბავს, რომელიც დაგეხმარებათ მანამდე დაგეგმილი და შეჩერებული პროექტების განხორციელება დაიწყოთ.
მორიელი
ყური არ დაუგდოთ ჭორებს, რადგან, დღეს, შეიძლება, ადვილად მოექცეთ სხვების ზემოქმედების ქვეშ.
მშვილდოსანი
სხვების წარმატება და წახალისებას დადებითად შეხვდით, რადგან შესაძლოა, დღეს სხვების წარმატებამ თქვენი გაღიზიანება და საკუთარი თავის მიმართ იმედგაცრუება გამოიწვიოს. გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა თქვენ იყავით მწვერვალზე. მობილიზება გაუკეთეთ ძალებს, რომ ახალი მწვერვალები დაიპყროთ.
თხის რქა
გადადგით ნაბიჯები, რომლებსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო არ გადადგამდით. დიდი ალბათობით, გარისკვა ღირს.
მერწყული
სხვებისთვის რჩევისთვის მიცემისგან თავი შეიკავეთ, რადგან ამან შესაძლოა, გაღიზიანება გამოიწვიოს და თქვენც საპასუხოდ ნერვები ვერ მოთოკოთ. სიმშვიდის შესანარჩუნებლად, სჯობს, რჩევებიდან თავი შეიკავოთ.
თევზები
დღე შეგიძლიათ, წარმატებულად აქციოთ თქვენი ინტუიციის წყალობით. მიჰყევით თქვენს შინაგან ხმას და დაწყებული საქმე აუცილებლად გამოგივათ.