სალომე კორკოტაშვილმა, რომელმაც მთავრობის მიერ გერმანიაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, აჭარის მთავრობის გამართულ კონცერტზე უპრობლემოდ იმღერა

0
144
27 Views

მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა, იგივე სალიომ, მთავრობის მიერ გერმანიაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა მეორე დღეს, ბათუმში, აჭარის მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ბენდთან ერთად იმღერა.

„ქრონიკა“ დაინტერესდა მომღერლის და ბენდის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ ერთ-ერთ მედიასთან გააკეთეს. განცხადების მიხედვით, ბენდი არ გაიზიარებს იმ სცენას, სადაც „ქართული ოცნებაა“. ამის მიუხედავად, ბათუმში მთავრობის მიერ დაფინანსებულ კონცერტზე გამოჩნდნენ. სალომე კორკოტაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტების გაკეთება არ ისურვა, სიმღერის დასრულებამდე სცენიდან ჩავიდა.

Cesko