ბევრმა არ იცის, რომ მსახიობებს, გიორგი ნაკაშიძესა და ეკა ანდრონიკაშვილს დიდი სსაიყვარულო ისტორია აკავშირებთ.
გიორგიმ გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ 21 წლის ასაკში შექმნილ ოჯახზე ისაუბრა. გაიხსნება მათი თანცხოვრება, დაშორება და გაყრის შემდეგ საოცრად გაგრძელებული ურთიერთობა.
აი რას ჰყვება ის:
„დღემდე ულამაზესია ეს ადამიანი, ჩვენს შორის [გრძნობები] მეოთხე კურსზე გაჩნდა… ერთმანეთი დიდი სიყვარულით მივიღეთ და დღემდე ასე გრძელდება. მე და ეკას, 30 წლის შვილი გვყავს, ლევანი, ამიტომ ის ოჯახი ჩემთვის დღემდე ფასეულია, ურთიერთობაც მაქვს და სხვათა შორის, დღემდე ერთ თეატრში ვმუშაობთ…
ხელის მოსაწერად მივედით და მაშინ აღმოვაჩინე, რომ საქორწინო ბეჭდები სახლში დამრჩა… ეს ის პერიოდია, როდესაც სამოქალაქო ომი იყო… მე და ეკა 11 წელი ვიყავით ერთად… ორი მსახიობი ერთად, მართლა რთულია, ალბათ, მაინც ხასიათებმა შეგვიშალა ხელი… ჩვენ დღეს გაცილებით დიდი რაღაც გვაკავშირებს ერთმანეთთან, ვიდრე რაღაც პატარა კინკლაობები – შვილი, ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს…“