მოემზადეთ, გეომაგნიტური ქარიშხალი მალე დაგვატყდება თავს – რაზე გვაფრთხილებენ მეცნიერები

0
110
17 Views

გა­სულ შა­ბათ-კვი­რას ძლი­ე­რი მზის ქა­რიშ­ხა­ლი და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ეს და­სას­რუ­ლი არ არის და დე­და­მი­წას ძლი­ე­რი გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი უახ­ლოვ­დე­ბა, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2025 წლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

მზის ქა­რიშ­ხლე­ბის­გან გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა გე­ო­მაგ­ნი­ტურ­მა ტალ­ღებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ან­გრი­ოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ქსე­ლე­ბი, ჩა­ახ­შოს რა­დი­ო­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის ეკი­პა­ჟებ­მა გა­მოს­ხი­ვე­ბის სა­ში­ში დონე მი­ი­ღონ და გა­ა­ნად­გუ­როს სა­ტე­ლი­ტე­ბი.

გა­სულ წელს, მზემ ახა­ლი, 11-წლი­ა­ნი ციკ­ლი და­ი­წყო და 2025 წელს პიკს მი­აღ­წევს. მეც­ნი­ე­რე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბით, ეს პრო­ცე­სი მრა­ვა­ლი რის­კის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა დღე­ვან­დე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სამ­ყა­როს­თვის.

მსგავ­სი მოვ­ლე­ნა ბო­ლოს 1859 წელს და­ფიქ­სირ­და – ე.წ კე­რინგტო­ნის მზის ქა­რიშ­ხალ­მა ცე­ცხლი წა­უ­კი­და ტე­ლეგ­რა­ფის მავ­თულს, გა­წყვი­ტა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში და შე­ა­ფერ­ხა გე­მე­ბის კომ­პა­სე­ბის მუ­შა­ო­ბა.

წყარო:ამბები

Cesko