24 Views
მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც, მისი თქმით, რუსეთუმეს ეძახიან.
როგორც თემურ თათარაშვილი წერს, მას შემდეგ, რაც საქართველოში იძულებითი ემიგრაციიდან დაბრუნდა, რუსეთში აღარასდროს ყოფილა:
„არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა ამდენი აგრესია.
ვინც მე რუსეთუმეს მეძახით, მინდა გითხრათ, რომ რაც დავბრუნდი იმ უბედური იძულებითი ემიგრაციიდა, მას მერე 8 წელია ფეხი არ დამიდგამს რუსეთში და არც ვაპირებ. და კიდევ, მე რომ ევროპაში დავდიოდი და ვიცოდი, რა იყო ევროპა, ის ზემოთ ნახსენები ტიპები ჩელიაბინსკში და მის შემოგარენში დაძრწოდით საშოვარზე! დიახ, მამული, ენა, სარწმუნოება!“ – წერს თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში.