ზოგიერთს ქმარი უნდა და ჯადოს აკეთებს… – რა შეუძლია შელოცვას და გამოლოცვას

0
163
50 Views

ავადმყოფობის, უიღბლობის, შეშინებული ბავშვის თუ უბრალოდ, უკეთესი მომავლის გამო ადამიანები ხშირად აკითხავენ ე.წ. მლოცავებს. ლოცვაში ცუდი რა უნდა იყოს? თუმცა რეალურად რას წარმოადგენს შელოცვა-გამოლოცვის ტრადიცია და რა შეუძლია მას.

ამის შესახებ მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) საუბრობს:

-ცხოვრების გზას ადამიანი თვითონ ირჩევს, ძალიან ძნელია როდესაც ღმერთის არ გწამს. ჩვენს სულში ჩადებულია ბუნებითი რწმენა და ამ რწმენას ხშირ შემთხვევაში უკუღმართობისკენ – შელოცვისა და გათვალვისკენ მივმართავთ. ღვთისგან რაც არ არის, ყველაფერი ცრუა. სიცრუის მამა კი ეშმაკია. შელოცვას “ძალმოსილება” აქვს, ვინაიდან ეშმაკს ვიწვევთ დახმარებისთვის. ის კი დაცემული ანგელოზია, რომელსაც უფალმა მისცა ხელმწიფება უკეთურ სულებზე. უკეთური სულის პატრონია ის ადამიანი, ვინც ეკლესიაში არ დადის და იმედებს ამყარებს სატანურ “რესურსებზე”, უმუშაკოდ სურს წამში მიიღოს “კუთვნილი სათნოება”. ზოგიერთს ქმარი უნდა და ჯადოს აკეთებს, რადგან ფიქრობს: ღმერთი არ მეხმარება და ამ გზით მაინც მოვიპოვებ რაც მეკუთვნის, ზოგიერთი ჯადოს ფულის გამო აკეთებს, ასევე არსებობს “პატარა” ჯადოქრობები: მეჭეჭის შელოცვა, გამონაყარის შელოცვა, შესიებისას შელოცვა და ა.შ. სხეულისა და სულის კომფორტისთვის ყველაფერზე წამსვლელია ადამიანი, მაგრამ იმას არ ფიქრობს, შემდგომში რა შედეგი მოჰყვება მსგავს “კომფორტს”. პირჯვრის მადლი, სანთლის დანთება, ეკლესიაში პარაკლისების გადახდა, ეს არის ჩვენთვის უდიდესი ძალა და მინდობა ღვთისა. უფალი სარწმუნოებისაებრ აუცილებლად მოგვაგებს რაც გვჭირდება.

– თუ შეიძლება ადამიანს ისე შეულოცონ თვითონ რომ არ იცოდეს?

– შელოცვა მოქმედებს, რადგან ამ გზით ადამიანის სულზე ვაგზავნით ეშმაკს. მორწმუნენი ნაკლებად განიცდიან ზემოქმედებას, რადგან მათი დამცველი თავად უფალი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია. ღმერთის იმედად მყოფ ადამიანზე არ მოქმედებს შელოცვები.

Cesko