“მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად 14 სამუშაო დღე აიღო” – ადვოკატი

0
141
16 Views

მო­სა­მარ­თლემ ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნის სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის მხა­რე­ე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მად 14 სა­მუ­შაო დღე აიღო.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­ვო­კატ­მა, თა­თია მა­ნი­ჟაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მი­ზე­ზად მო­სა­მარ­თლემ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი ტომი და­ა­სა­ხე­ლა.

ამას­თან, აღ­ნიშ­ნა, რომ 14-დღი­ა­ნი ვა­დის ათ­ვლა, 12 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყო.

შეგახსენებთ, რომ მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 21 წლის ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, ზვი­ად შა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს თა­ვი­სუფ­ლე­ბის 9 წლით აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა კი აღ­ნიშ­ნა, რომ ის ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს შე­ი­წყა­ლებს.

Cesko