“ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია” – თინა კან­დე­ლა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დღე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებზე საუბრობს

0
700
36 Views

რუ­სეთ­ში მო­მუ­შა­ვე თინა კან­დე­ლა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დღე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს “ტე­ლეგ­რა­მის” არხზე ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ რა­დი­კა­ლე­ბი ხელს უშ­ლი­ან ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. ჟურ­ნა­ლის­ტი ორი დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ველ კად­რებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს, რო­გორ ურტყამს ხელს ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს.

თინა კან­დე­ლა­კი:

“სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტე­ბი იბ­რძოდ­ნენ, იბ­რძვი­ან და იბ­რძო­ლე­ბენ. კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ სცემ­დნენ ერ­თმა­ნეთს 1999, 2005, 2015 წლებ­ში და ახ­ლაც აგ­რძე­ლე­ბენ.

ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა ამ ბრძო­ლას მხო­ლოდ ერ­თის­კენ მივ­ყა­ვართ: სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხუ­თი­დან სამ მი­ლი­ო­ნამ­დე შემ­ცირ­და, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო ვალი ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ორ­მაგ­და – ოთხი­დან რვა მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე.

ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. სამ­წუ­ხა­როდ, მე­გობ­რე­ბო, სა­ქარ­თვე­ლო­ში გო­ნი­ე­რი ძა­ლე­ბი ჯერ ვერ ახერ­ხე­ბენ რომ აჯო­ბონ რა­დი­კა­ლებს, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან ყვე­ლა ქარ­თვე­ლის და პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბას”.

წყარო: .palitravideo.ge

Cesko