19 Views
ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავად ყალიბდება და მის მიმართ მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება.
კვარაცხელიას ცნობილმა სპორტულმა პორტალმა Versus-მა ჩამოართვა ინტერვიუ, ერთ-ერთი კითხვა კი იმას შეეხებოდა, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა:
“ეს ძალიან რთულია. ყველა გიყურებს ისე, როგორც სამაგალითოს. საქართველოში ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ მათთვის მისაბაძი, მშვიდი და თავმდაბალი ადამიანი უნდა ვიყო. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო როგორც მოედანზე, ასევე ფეხბურთის გარეთ“, – განაცხადა მან.