ტელევიზია გაქრება, მთვარეზე ვიმოგზაურებთ – რა მოხდება მსოფლიოში 2030, 2040 და 2050 წელს?

0
168
21 Views

საინტერესოა როგორი იქნება მსოფლიო რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, რას უნდა ველოდოთ? გთავაზობთ მეცნიერების პროგნოზებს

რა ხდება მსოფლიოში 2030 წელს?

გერმანია წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვის აკრძალვაზე მსჯელობს.
ინდოეთი მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა ხდება.
ქირურგები ნერვების ტრანსპლანტაციას ატარებენ, რათა პარალიზებულმა ადამიანებმა ხელების გამოყენება შეძლონ.
ღეროვანი უჯრედებისგან შექმნილი ხელოვნური სისხლი გაყიდვაში შედის.
მზის პანელების ფასი, 1 ვატზე 50 ამერიკულ ცენტს შეადგენს.
მსოფლიოში 13 166 667 ელექტრომობილი გაიყიდა.
II ტიპის დიაბეტის სიმპტომებთან საბრძოლველად პროტეინური ინექციები გამოიყენება.
მეცნიერებმა გრიპის საწინააღმდეგო უნიკალური ვაქცინა შექმნეს.
მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვი, სავარაუდოდ, 8 500 766 000-ს მიაღწევს.
სრულად ფუნქციონირებადი ორგანოების შესაქმნელად 3D-პრინტერები გამოიყენება.

რა ხდება მსოფლიოში 2040 წელს

მეხსიერების იმპლანტების საშუალებით შესაძლებელია პატიმრებმა მაქსიმალური სასჯელი ერთ დღეში მოიხადონ.
საკვების რეპლიკატორები ქმნიან პროდუქტებს თქვენი მკვებავი ნივთიერებების საჭიროებების შესაბამისად.
მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვმა 9 157 230 000-ს მიაღწია.
ინდოეთმა აშშ-ს გაუსწრო და მსოფლიოს სიდიდით მეორე მსოფლიო ეკონომიკა გახდა.
ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების საერთო რიცხვმა 173 987 427 000-ს მიაღწია. 19 მოწყობილობა ერთ ადამიანზე!
ექსტრემალური ტემპერატურის გამო ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ნაწილი გაუკაცრიელდა.
კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მასობრივი მიგრაცია კვლავ იზრდება.
იაპონიაში მსოფლიოში პირველი კოსმოსური ლიფტის შექმნა დასასრულს უახლოვდება.
ბირთვული სინთეზის ენერგია კომერციულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი.
კვანტური კომპიუტერული ჩიპების საშუალებით მანქანები უფრო სწრაფად მუშაობენ.
ოკეანეებიდან მოსავლის აღება მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.
შეზღუდული რესურსებისა და კლიმატური ცვლილებების გამო საკვებთან დაკავშირებით უპრეცედენტო გამოსვლები იმართება.
ახალგაზრდებში ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევების რიცხვი კვლავ იზრდება.
ტელევიზია გაქრა და მისი ადგილი ონლაინ მედიამ და “მოთხოვნითმა ვიდეომ” დაიკავეს.
მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება თითქმის შეწყდა.
ნასას-ს წყალქვეშა ნავი სატურნის მთვარე ტიტანზე უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის ძებნას აგრძელებს.
SpaceX მარსზე ადამიანების მეორე მისიას აგზავნის.
ახალი კლინიკური ცდები ადამიანის ტვინის რობოტურ გადამყვანებში გადანერგვას ეძღვნება.
რა ხდება მსოფლიოში 2050 წელს

დიდი საფასურის სანაცვლოდ ბავშვის გენეტიკური შექმნაა შესაძლებელი.
ხელოვნური ინტელექტი ადამიანური ემოციების ფართო სპექტრს გამოხატავს.
ნეიროტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლებს სხვა ადამიანებთან კონტაქტის დამყარება ფიქრის საშუალებით შეუძლიათ.
სხვადასხვა სახეობის კიბოს წინააღმდეგ უნივერსალური ვაქცინა საჯარო გამოყენებისთვის დაამტკიცეს.
მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვი დაახლოებით 10 143 271 720-ს შეადგენს.
5 მილიარდი ადამიანი უწყლო გარემოში ცხოვრობს.
მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა 3 გრადუსით გაიზარდა და 37,4 გრადუსს შეადგენს.
პოლარული დათვის სახეობა გამქრალად არის გამოცხადებული.
სულ უფრო მეტი ადამიანი იტარებს კიდურების ამპუტაციას და მათ დაბალფასიანი მაღალტექნოლოგიური პროთეზებით ცვლის.
ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების საერთო რიცხვმა 237 500 000 000-ს მიაღწია. დაახლოებით 25 მოწყობილობა ერთ ადამიანზე!
დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ინდოეთში, საფრანგეთში და ნიდერლანდებში მხოლოდ ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები იყიდება.
მაღალტექნოლოგიური, “ჭკვიანი” შენობები ურბანულ ლანდშაფტს ცვლის.
ოკეანეებში პლასტმასის რაოდენობა თევზების რაოდენობას აღემატება.
შორეული პლანეტების მაღალხარისხიანი ფოტოსურათების გადაღებაა შესაძლებელი.
მთვარზე მოგზაურობა ყველასთვის არის ხელმისაწვდომი.
მარსზე ადამიანების მუდმივ დასახლებაში ახალი მარაგები იგზავნება.
საკუთარი მოგონებების კომპიუტერში ატვირთვა და მათი ციფრულ მდგომარეობაში შენახვა შეიძლება.

წყარო: allnews.ge

Cesko