ზურა გორგაძე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო: „რვა წელი დავკარგე დრო, ენერგია, ფული და ჯანმრთელობა… ახლა ვარ თავისუფალი ვალებისგან, უხერხულობისგან და გამუდმებული სტრესისგან…“

0
186
52 Views

ტელესახე და მსახიობი ზურა გორგაძე „დილა მშვიდობისა საქართველო” ლუდომანიის შესახებ საუბრობს და თავის გამოცდილებასაც უზიარებს მაყურებელს:

„ის, რომ მოთამაშე ადამიანი ცალსახად ცუდია, უგუნურია, მას არავინ უყვარს, პატივს არავის სცემს და მასზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ, მცდარი წარმოდგენაა. ის, რომ ყოფილი ლუდომანი არ არსებობს, ესეც სტიგმაა. ეს კი ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია. ლუდომანია ეს არის ქრონიკული დაავადება, მაგრამ შესაძლოა რემისია, რომელიც სისოცხლის ბოლომდე გაგრძელდება. აქ მთავარი მოთამაშის სურვილია…

გამოსავალი არსებობს და ამაზე გესაუბრებათ ადამიანი, რომელმაც წლების წინ თავისი ცხოვრების რვა წელი აზარტულ თამაშებს დაუთმო. დაკარგა ბევრი დრო, ენერგია, ფული, ჯანმრთელობა, ნერვები, თუმცა მოახერხა და დღეს არის თავისუფალი ვალებისგან, უხერხულობისგან, გამუდმებული სტრესისგან და რაც მთავარია, დაავადებისგან, რომელსაც ჰქვია ლუდომანია და ამას აუცილებლად შეძლებთ თქვენც!..”

Cesko