როდის გამოიდარებს საქართველოში? უახლოესი დღეების პროგნოზი

0
553
28 Views

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 თებერვლამდე საქართველოს უმეტეს რეგიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეისთვის როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 6 დან 11 გრადუსამდე იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა კი +9 გრადუსამდე გაიზრდება.

8 თებერვლიდან სინოპტიკოსები სრულიად საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის მკვეთრ მატებას და უნალექო ამინდს ვარაუდობენ

Cesko