მოსალოდნელი ამინდი საქართველოში: „დედაქალაქში მოსალოდნელია -13 გრადუსი, ზოგადი საფრთხეებია: ძლიერი ქარი, წყალდიდობა და მეწყერი“ – სინოპტიკოსის პროგნოზი

0
1292
37 Views

სინოპტიკოსი იოანე მახარაძე მოსახლეობას 13-14 იანვარს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსის პროგნოზით, დედაქალაქში შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცეს. 

რაც შეეხება ამინდის გაუარესებით გამოწვეულ საფრთხეებს, იოანე მახარაძის თქმით, მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წყალდიდობა და მეწყერი.

„მომდევნო დღეებში საქართველოში რთული და ზოგჯერ, ზოგან საშიში მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელი. არსებულ ნალექიანობას 13 იანვრის დილიდან დაემატება საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის მასები, რომლებიც უხვ ნალექსა და ტემპერატურის ვარდნას გამოიწვევენ.

13-ში დილით დასავლეთის ქარი იქროლებს კოლხეთის დაბლობზე და იქნება ძლიერი ნალექი, რომელმაც დასავლეთ საქართველოში შესაძლოა მდინარეების ადიდება გამოიწვიოს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმა თოვლში გადავა.

მაღალ მთაში თოვლის საფარი 1 მეტრს გადააჭარბებს. თბილისში იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. შემოჭრილი ჰაერის მასები იმდენად გადააციებს ატმოსფეროს, რომ დედაქალაქში ტემპერატურის მგრძნობილობა (ქარის გამო) 14 იანვრის დილას -13 გრადუსი, ხოლო სამხრეთ საქართველოში (მაგ:დმანისი) -15 გრადუსი იქნება. ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი. ზოგადი საფრთხეებია: ძლიერი ქარი, წყალდიდობის საფრთხე და მეწყერი“, – აცხადებს სინოპტიკოსი. 

სხვა ახალი ამბები:

„ზეგ გერმანიაში გადაჰყავთ, დღეს გააღვიძეს და ….“ – უახლესი ინფორმაცია ზურა ბერიკაშვილის შესახებ

Cesko