ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე კაბუზე, პროკურატურის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალზე და სასამართლოს მიერ 10 000 ლარიანი გირას შეფარდებაზე საუბრობს და უცნაურ აზრებს ანვითარებს:
„კაბუ რომ არის ახლა ამ როლში, ეგეც ირონიული მგონია იმიტომ, რომ კაბუ გაქცეული იყო საფრანგეთში. სამუშაოს საძიებლად კი არ იყო წასული, გაქცეული იყო იმიტომ, რომ რაღაცას ღიღინებდა არაკორექტული მიმართულებით ბიძინას და ბერას მიმართულებით – რას გავხართ ყველა, ამას ღიღინებდა, მოუწია გაქცევა. ის მოძალადე არ არის მხოლოდ, მსხვერპლიც არის ამავე სისტემის, რომელიც საკუთარი ძალის დემონსტრაციისთვის იყენებს ახლა კაბუს. მთელი უბედურება ამაშია, ვერც გაბრაზდები, ამიტომ კაბუზე პირადად არც ვლაპარაკობთ, რომელიც თავის დრამას მიაგორებს, ცდილობს რაღაცას, წვალობს და ნერვები არ ჰყოფნის.
აქ ბოროტი არის სისტემა და ქალზე ძალადობა, საერთოდ ძალადობა როგორ შეიძლება. დაუსჯელობაა აქ მთელი უბედურება, დაუსჯელობა ბოროტების – ვცდილობთ, რომ მოვიტანოთ ამ ქვეყანაში ისეთი ცვლილებები, სადაც დანაშაული დაუსჯელი აღარ დარჩება, ამ ხელისუფლების პირობებში უბრალოდ გულუბრყვილობაა“, – განაცხადა მშვილდაძემ “რეაქციაში”.
სხვა ახალი ამბები:
გიორგი ვაშაძის სადღეგრძელოები, რამაც ეკა მიშველაძე დაღალა (ვიდეო)
“რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ქართველი ქალები კი „გაბლატავებულები“ არიან“ – აჩი ფურცელაძე
მან ეს ნამდვილად დაიმსახურა – ნიკოლოზ წულუკიძემ ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება ემოციურად აღნიშნა