26 Views
შოვში, სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედრის ვინაობა ცნობილია. როგორც ირკვევა, ცხედარი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, სალომე ხეთაგურს ეკუთვნის.
“გუშინ ნაპოვნი გოგონა ჩვენი სალომე ხეთაგური აღმოჩნდა. დღეს მამამისმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო. მადლობას ვუხდი ყველა მაშველსა და მოხალისეს. აღარ ვიცი, მეტი რა დავწერო, სიტყვებს ვერ ვპოულობ.
გვანცა ბუბაშვილს ისევ ვეძებთ. ჩემი სალომე ყველას უზომოდ უყვარდა, სალომესნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა და არც იარსებებს, გაგვიფრინდა ანგელოზი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უმანკო სული. აუცილებლად შევხვდებით ჩემო გოგო,” – წერს დეაკო ძამაშვილი რაჭის ჯგუფში.