“მოგლეჯილი მყინვარის მასშტაბი და მოცულობა, გადაჭარბებულად გვქონდა შეფასებული” – რას გვაძლევს ფოტო, რომელიც სტიქიის ადგილის სიახლოვეს, მომხდარიდან 1 სთ.20წთ-შია გადაღებული

0
2182
18 Views

“სტი­ქი­ი­დან 1 სა­ათ­სა და 20 წუთ­ში (16:20:21) გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო (Heidi Declercq)“ – ასე და­ა­სა­თა­უ­რა ფოტო დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის წევ­რმა, მეც­ნი­ერ­მა ლაშა სუ­ხიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა…

სტა­ტუსს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი კო­მენ­ტა­რი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. უა­მა­ვი კი­თხვა და­ის­ვა. AMBEBi.GE ლაშა სუ­ხიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

– ფოტო, რო­მე­ლიც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, სა­ინ­ტე­რე­სოა იმით, რომ გა­და­ღე­ბუ­ლია სტი­ქი­ი­დან ძა­ლი­ან მალე და ერ­თა­დერ­თი ფო­ტოა, რო­მე­ლიც სტი­ქი­ის უშუ­ა­ლო სი­ახ­ლო­ვეს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. და­ნარ­ჩე­ნი, რაც გვაქვს ვერ­ტმფრე­ნის კად­რე­ბი, სა­ტე­ლი­ტუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბია, მაგ­რამ ახ­ლო­დან და ფო­ტო­გა­და­ღე­ბა ეს ერ­თა­დერ­თია. ფო­ტო­ზე კარ­გად ჩანს მყინ­ვა­რი „თბი­ლი­სა“, სა­დაც და­ი­წყო სტი­ქია, მაგ­რამ მარ­ცხნივ ჩანს მყინ­ვა­რი „ბუბა“. ფოტო უცხო­ელ­მა კო­ლე­გებ­მა მოგ­ვა­წო­დეს, რო­მელ­თაც უცხო­ელ­მა ტუ­რის­ტე­ბა მი­ა­წო­დეს.

– რა არის ამ ფო­ტო­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ხელ­ჩა­სა­ჭი­დი?

– აქამ­დე რა გზი­თაც ვა­ხერ­ხებ­დით ამა თუ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას, ყვე­ლა­ფე­რი მო­დი­ო­და სა­ტე­ლი­ტი­დან, ზედ­ხე­დი­დან, ამ შემ­თხვე­ვა­ში გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრს შევ­ხე­დოთ გვერ­დი­დან, ანუ სხვა კუ­თხით. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რო­დე­საც ვფიქ­რობთ და ვმსჯე­ლობთ იმა­ზე, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რა მო­ცუ­ლო­ბის მყინ­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, ზე­მო­დან გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში კარ­გად არ ჩანს, რად­გა­ნაც ნა­კად­მა გა­და­ფა­რა მყინ­ვა­რის სხე­უ­ლი, ანუ თა­ვი­სი მა­სა­ლით შე­უც­ვა­ლა ფერი. ჩვენ რომ ნა­შა­ლი მა­სა­ლა, ან ქანი გვგო­ნია, სი­ნამ­დვი­ლე­ში მის ქვეშ ისევ ყი­ნუ­ლია, ანუ გვერ­დი­დან და­ვი­ნა­ხეთ, რომ მოგ­ლე­ჯი­ლი მყინ­ვა­რის მას­შტა­ბი და მო­ცუ­ლო­ბა, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად გვქონ­და შე­ფა­სე­ბუ­ლი. გვერდხე­დით გა­მოჩ­ნდა, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ზედა ფე­ნის ქვეშ ისევ ყი­ნუ­ლია. თუ ვერ­ტმფრე­ნი­დან და­ხე­დავთ შე­ნო­ბას, ფან­ჯრებ­ში ვერ შე­ი­ხე­დავთ, თუ შე­ხედ­ვა გინ­დათ, გვერ­დი­დან უნდა შე­ხე­დოთ – ეს პრინ­ცი­პია და აღ­ნიშ­ნუ­ლი ფოტო ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

– ანუ ზო­გი­ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რომ გე­გო­ნათ, ყი­ნუ­ლი აღარ იყო, გა­ირ­კვა, რომ არის?

– კი, ჩანს, რომ ყი­ნუ­ლი ისევ არის. ახლა და­სად­გე­ნია ამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან რა სის­ქის ყი­ნუ­ლია მოხ­სნი­ლი, ან ასე­თი ყი­ნუ­ლი სა­ერ­თოდ მო­იხ­სნა თუ არა.

– რა­ტომ?

– იმი­ტომ რომ ყი­ნუ­ლის გარ­და შე­იძ­ლე­ბა ფირ­ნი ყო­ფი­ლი­ყო (ფირ­ნი არის შუ­ა­ლე­დუ­რი სტა­დია, როცა თოვ­ლი იწყებს მყინ­ვა­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, მაგ­რამ ჯერ მყინ­ვა­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ არის). მისი სიმ­კვრი­ვე უფრო ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე მყინ­ვა­რის ყი­ნუ­ლი. ამი­ტომ მისი ნა­კა­დის მიერ დაშ­ლა და მო­წყვე­ტა უფრო მარ­ტი­ვია, ვიდ­რე მყინ­ვა­რის. შე­იძ­ლე­ბა ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ფირ­ნი ყო­ფი­ლი­ყო ნა­კა­დის მიერ ჩაქ­ცე­უ­ლი და არა მყინ­ვა­რი.

ეს ფოტო სწო­რედ ასე­თი სცე­ნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას გვაძ­ლევს, მაგ­რამ ჩვე­ნი სცე­ნა­რე­ბი მტკი­ცე­ბით ფორ­მას ჯერ ვერ იძენს.

– ავ­ტო­მან­ქა­ნა ჩანს ფო­ტო­ზე, ასე ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მის­ვლა?

– ფო­ტოს ის­ტო­რია არის ასე­თი, – ტუ­რის­ტე­ბი იყ­ვნენ შოვ­ში 3-ის 10 წუთ­ზე, სტი­ქი­ამ­დე 50 წუ­თით ადრე და აპი­რებ­დნენ სა­ლაშ­ქროდ გას­ვლას, ბუ­ბას­წყლის ხე­ო­ბა­ში უნდა ასუ­ლიყ­ვნენ. რო­გორც ჩანს, ბოლო მო­მენ­ტში გა­და­ი­ფიქ­რეს და მან­ქა­ნით მა­მი­სო­ნის­კენ წა­ვიდ­ნენ. მა­მი­სო­ნის გზა­ზე არის ად­გი­ლი, გა­და­სა­ხე­დი, სა­დაც გა­ჩერ­დნენ და ეს კად­რი გა­და­ი­ღეს.

– მათ ჰქონ­დათ უკვე ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ?

– რო­დე­საც შო­ვი­დან და­ი­წყეს გა­და­ად­გი­ლე­ბა, სტი­ქია არ იყო და­წყე­ბუ­ლი, მაგ­რამ ხედ­ზე რომ ავიდ­ნენ და ეს ხე­ო­ბა და­ი­ნა­ხეს, ყვე­ლა­ფე­რი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო. მა­შინ მიხ­ვდნენ, რომ რა­ღა­ცამ ჩა­ი­ა­რა.

– მოკ­ლედ, ფოტო გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის, მაგ­რამ მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით არაფ­რის თქმა არ შეგ­ვიძ­ლია. შე­საძ­ლე­ბე­ლია აქ იყოს ყი­ნუ­ლის მასა, ან შე­საძ­ლე­ბე­ლია არ იყოს? თუ არის, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ისევ და­იძ­რას?

– არა მარ­ტო ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბევ­რი მყინ­ვა­რია შე­სას­წავ­ლი, იმი­ტომ, რომ წარ­სუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა უკვე აღარ იყოს აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ბევ­რი საფრ­თხე იმა­ლე­ბო­დეს ამ მყინ­ვა­რებ­ში. ეს სუ­რა­თი დიდი ფაზ­ლის ერთი ნა­წი­ლია, ოღონდ, ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სრუ­ლი სუ­რა­თის აღ­დგე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას ჯერ არ იძ­ლე­ვა. ისე, ფაზ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია და რომ­ლის ამოხ­სნა­საც ვცდი­ლობთ.

– სა­ბო­ლო­ოდ, რას ვე­უბ­ნე­ბით ადა­მი­ა­ნებს – შე­იძ­ლე­ბო­და ამ ტრა­გე­დი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

– სტი­ქი­ის შე­ჩე­რე­ბა, შერ­ბი­ლე­ბა, მას­შტა­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გო­რიც არის ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ამას­თან, სა­სიგ­ნა­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა ნაკ­ლე­ბი ყო­ფი­ლი­ყო.

– ეს მო­ნი­ტო­რინ­გი სა­ერ­თოდ არ ხდე­ბა ამ მე­ტად კრი­ტი­კულ ად­გი­ლებ­ზე?

– რო­გორც ჩანს, გლა­ცი­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი სუს­ტი წერ­ტი­ლი გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში. ამ დღე­ებ­ში ბევ­რი შე­ფა­სე­ბა მო­ვის­მი­ნე, თუმ­ცა მყინ­ვა­რუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის კომ­პო­ნენ­ტი ვერ­სად ვნა­ხე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლია, რად­გან სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ფე­რი იმ დიდი პრო­ცე­სის ჯერ და­სა­წყი­სია. სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი, რა­საც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ფონ­ზე ვუ­ყუ­რებთ, ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­წუ­ხა­ოდ კი­დევ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა. სა­ჭი­როა, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა. გა­სა­გე­ბია, ერთი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა ძვი­რი ჯდე­ბო­დეს, მაგ­რამ ეს არის ხარ­ჯი, რო­მე­ლიც სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ეს არ არის რა­ღაც სა­თა­და­რი­გო თუ ფუ­ფუ­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბაა.

– ხში­რად ახ­სე­ნე­ბენ მდი­ნა­რეს, ამ სტი­ქი­ურ პრო­ცეს­ში მდი­ნა­რე არ მო­ნა­წი­ლებ­და?

– გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით სა­თა­ვე­ში­ვე გვჭირ­დე­ბა თხე­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი წყა­ლი იმის­თვის, რომ ნა­კა­დი და­იძ­რას და ია­როს ისე, რო­გორც გვგო­ნია, რომ იარა. ამი­ტომ ვე­ძებთ ამ ფაზ­ლის ნა­წი­ლებს. თუ ასე იყო, მა­შინ უნდა ვი­პო­ვოთ ეს და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი, რომ ად­გილ­ზე­ვე იყო დიდი რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი…

იმის გამო, რომ მა­სა­ლე­ბი არ გვაქვს და უცხო­ელ კო­ლე­გებს ვთხოვთ ხოლ­მე, იქ­ნებ მათ ჰქონ­დეთ წვდო­მა, ან მათ მო­ი­პო­ვონ ჩვენ­თვის და გვა­ჩუ­ქონ, გად­მოგ­ვცენ. სამ­წუ­ხა­როა, რომ შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა ასე გვი­წევს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე­თი ფორ­მით ვცდი­ლობთ აღ­ვად­გი­ნოთ ეს სცე­ნა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა მდი­ნა­რეს, მყინ­ვა­რი არ უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ის ყი­ნუ­ლის მა­საა, რო­მე­ლიც წერ­ტილ­ზეა და­მაგ­რე­ბუ­ლი და მხო­ლოდ დნე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში მყინ­ვა­რი დე­ნა­დად გა­და­ად­გილ­დე­ბა, რო­გორც ნა­ხევ­რად თხე­ვა­დი სუბსტან­ცია. გა­და­ად­გი­ლე­ბას აქვს თა­ვი­სი სიჩ­ქა­რე (ყვე­ლა მყინ­ვარს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი). ამ გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ხდე­ბა ის, რომ იშ­ლე­ბა კლდე (აბ­რა­ზია ხდე­ბა) ხა­ხუ­ნის გამო და თან დნე­ბა. ის ნად­ნო­ბი ჩა­დის ნაპ­რა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ფსკერ­ზე, სა­დაც სივ­რცე­ებს პო­უ­ლობს და მყინ­ვარ­ქვე­შა მდი­ნა­რის სა­ხით გა­მო­დის და მდი­ნა­რე­ებს ქმნის. ამ შემ­თხვე­ვა­ში მდი­ნა­რე თბი­ლი­სას.

მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყა­ლი სა­თა­ვეს იღებს მდი­ნა­რე თბი­ლი­სა­დან. სტი­ქია სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩა­ი­სა­ხა მდი­ნა­რე თბი­ლი­სა­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში უერ­თდე­ბა ბუ­ბის­წყალს.

ასე რომ, მყინ­ვა­რი ძა­ლი­ან დი­ნა­მი­კუ­რი სის­ტე­მაა, მოძ­რა­ვი, მის ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლია ნა­შა­ლი მა­სა­ლა, წყა­ლი, ყი­ნუ­ლი, ფირ­ნი, ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა გა­რე­მო­პი­რო­ბე­ბის მი­მართ. მგრძნო­ბი­ა­რეა რო­გორც ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა­ზე, ისე ატ­მოს­ფე­რულ ნა­ლე­ქებ­ზე და ა.შ.

– თქვე­ნი სტა­ტუ­სის ქვე­მოთ არა­ერ­თგგვა­რო­ვა­ნი კო­მენ­ტა­რე­ბიც გაჩ­ნდა – რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­ღა­ცამ იცო­და, ან არ იცო­და ა.შ. რას ვე­უბ­ნე­ბუთ ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს?

– ვერ­სია, რომ ვინ­მემ იცო­და და თა­ვის­თვის შე­ი­ნა­ხა ეს ცოდ­ნა, შეგ­ვიძ­ლია, გა­მოვ­რი­ცხოთ… და ერ­თიც უნდა გან­ვმარ­ტოთ, კო­მენ­ტა­რებ­ში იყო, – „სუ­რათ­ზე არის და­გუ­ბე­ბუ­ლი წყა­ლი“. ამ სუ­რათ­ზე და­გუ­ბე­ბუ­ლი წყა­ლი არ ჩანს, ამას ვერ ვხე­დავ…

წყარო: ambebi.ge

Cesko