„რაღაცნაირად, მეტად დაგვეჩაგრე, ძლივს გიპოვეთ გოგო…” – შოვში დაღუპული სოფი ყარალაშვილის მეგობრის სულის შემძვრელი მიმართვა

0
5589
19 Views

3 აგვისტოს შოვის სტიქიას და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილები ემსხვერპლნენ. სოფი ყარალაშვილის მეგობარი ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში სულის შემძვრელ მიმართვას აქვეყნებს.

„ასეთია ჩვენი სოფი, კისკისა, მხიარული, პოზიტიური, სადაც მივა, ენერგიით და მზით ავსებს იქაურობას. ვუყურებ და ვუყურებ ვიდეოებს, მეტირება და მეტირება, არ ვიცი ამაზე დიდი ტკივილი ამ ქვეყნად თუ არსებობს.

სოფი, რაღაცნაირად მეტად დაგვეჩაგრე, ძლივს გიპოვეთ გოგო…

სულ რომ თვალები გიბრწყინავს და გიხარია ამ ქვეყანაზე ცხოვრება, რაღაცნაირი ხარ.

ეს ვიდეოკოლაჟი, ბოლოს ჩეხეთში რომ ვიყავით, იქიდანაა.

ღმერთო, რამდენი თავგადასავალი გვქონდა, ისეთი, რომლებსაც ბოლო ხმაზე ვყვებოდით და ვხარხარებდით და ისეთებიც, რომლებსაც ვერასდროს მოვყვებით.

ამერიკაში რომ წავიდა, ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდა, ყოველი მიწერის ბოლოს, მივაყოლებდი ხოლმე,

ჰა სოფი, როდის ბრუნდები გოგო, თქვენი გამხნევება, მხარდაჭერა და გვერდში დგომა გვჭირდება მეთქი

და ისიც სულ იძახდა, მოვდივარ და მოვდივარო, აი ვსო ჩამოვალ, წნორისკენ ვიქნები და აბა ჩვენ ვიცითო.

ჩვენ აღარაა, ფრთამოტეხილები დაგვტოვა.

თქვენ არ იცით რამხელა ძალას ვგრძნობდით ესენი უკან რომ უნდა დაბრუნებულიყვნენ და ერთად რომ უნდა ვყოფილიყავით, ღმერთო, რამდენი გეგმები გვქონდა ერთად გასაკეთებელი. ყოველთვის ვამბობდი,

რაღაცნაირი ბედნიერი ვარ, ამხელა ისე გავხდი, ბებიის გარდა, ძვირფასი ადამიანი არ დამიკარგავს და ტკივილი არ განმიცდია მეთქი, ახლა გლოვის დღეები აღარ მთავრდება. არავის გისურვებთ ამხელა ტკივილის გადატანას.

სოფი, გოგო, ვერც გემშვიდობები, აბა რანაირად ვქნა, როცა აგერ ვიდეოებს ვუყურებ და ასე ცქრიალებ,

იცინი და ბედნიერი ხარ, როგორ ტკივილამდე მომენატრები ჰო ზუსტად იცი, რანაირი ბედნიერები ვართ აქ.

სული მტკივა ამ ვიდეოებს რომ ვუყურებ და მერე უცებ რეალობაში ვბრუნდები”, – წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.

Cesko