„ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ“ – რას წერს მეგობარი და-ძმა ყარალაშვილებსა და დავით ბერიაშვილზე

0
956
20 Views

შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს დღეს მაშ­ვე­ლებ­მა კი­დევ ერთი ცხე­და­რი იპო­ვეს და ამით მე­წყე­რის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 21-მდე გა­ი­ზარ­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით მაშ­ვე­ლე­ბი კი­დევ 10-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ. მათ შო­რის არის სოფო ყა­რა­ლაშ­ვი­ლი, მის ძმა­ზე გი­ორ­გი ყა­რა­ლაშ­ვილ­ზე დნმ ექ­სპერ­ტი­ზას ელო­დე­ბი­ან, მათი მე­გო­ბა­რი და­ვით ბე­რი­აშ­ვი­ლი კი მშობ­ლი­ურ წნორ­ში დაკ­რძა­ლეს.

ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “ცოდ­ნის კა­ფეს” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნანა ბა­გა­ლიშ­ვი­ლი წერს.

“გუ­შინ ერთი მე­გო­ბა­რი გა­ვა­ცი­ლეთ. ერთი თით­ქმის ვი­პო­ვეთ, მე­ო­რეს ვე­ძებთ და იმე­დია მა­თაც ღირ­სე­უ­ლად გა­ვა­ცი­ლებთ. სა­ნამ წიგნს ხელ­ში ავი­ღებ, მგო­ნია, ასე მო­იქ­ცე­ოდ­ნენ ჩემს ად­გი­ლას სოფი, გიო და და­თოც, რომ ოდ­ნავ მო­ნორ­მა­ლუ­რო ცხოვ­რე­ბას ცო­ტახ­ნით და­უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, მად­ლო­ბებს უნდა ჩა­მოვ­ყვე. ჯერ აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ჯა­რო გაბ­რა­ზე­ბის, მო­თხოვ­ნის და მუ­შა­ო­ბის რე­სურ­სი არა მაქვს.

ამი­ტომ, ჯერ მად­ლო­ბე­ბი:

1. თით­ქმის ყვე­ლა მაშ­ველს და პო­ლი­ცი­ელს, ვი­საც 4 აგ­ვის­ტო­დან იქ ვუ­ყუ­რებ­დი. ადა­მი­ა­ნუ­რი თავ­გან­წირ­ვის­თვის. პერ­სო­ნა­ლუ­რი გმი­რო­ბის­თვის, რო­მე­ლიც იმი­ტომ დას­ჭირ­დათ, რომ სის­ტე­მა არ მუ­შა­ობს. მად­ლო­ბა მათ ოჯა­ხებს რომ არ წა­იყ­ვა­ნეს და მზად იყ­ვნენ და­ნა­კარ­გის­თვის.

2. მად­ლო­ბა მო­ხა­ლი­სე­ებს რა­ჭა­ში, ვინც ტყე-ტყე იარა საშ­ვე­ლად და სა­ძებ­ნად, ვინც საჭ­მე­ლი და სას­მე­ლი არ მო­აკ­ლო მაშ­ვე­ლებს, ვინც ოჯა­ხებს და ახ­ლობ­ლებს ფა­რად გვედგნენ რო­გორც შე­ეძ­ლოთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა Gvantsa Akiashviliს და Eto Arsanidze და ყვე­ლა მო­ხა­ლი­სეს. მად­ლო­ბა წი­თელ ჯვრის ექი­მებს, მა­გა­თი იმე­დით ვი­ყა­ვი რომ იქ არ მოვ­კვდე­ბო­დით შე­ტე­ვით და რამე არ და­ე­მარ­თე­ბო­დათ მე­გობ­რე­ბის მშობ­ლებს.

3. მად­ლო­ბა ქუ­თა­ი­სის სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს მთა­ვარ გა­მომ­ძი­ე­ბელს, სა­ხე­ლი არ მახ­სოვს, მთელ ამ ჯო­ჯო­ხეთ­ში ყვე­ლა­ზე ადექ­ვა­ტუ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ეგ შეგ­ვხვდა. მად­ლო­ბა გა­და­ე­ცით გთხოვთ, თუ ვინ­მე იც­ნობთ და მო­მი­ნიშ­ნეთ აქ, ცალ­კე უნდა მივ­წე­რო, ოჯა­ხებს რო­გორ უხ­სნი­და გულ­დას­მით ყვე­ლა­ფერს, ყე­ლის გა­მო­წე­ვით, ვედ­რე­ბით და ასე­ვე რო­გორ არი­დებ­და შე­საძ­ლო ტრავ­მებს.

4. მად­ლო­ბა, შოთა სა­ღა­რე­იშ­ვილს, რომ შოვ­ში ერ­თა­დერ­თი აღ­მოჩ­ნდა ვინც ადეკ­ვა­ტუ­რად მო­ემ­სა­ხუ­რა და­კარ­გუ­ლის და იმ დროს უკვე შე­საძ­ლო გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას და ისე გა­დაგ­ვიყ­ვა­ნა ქუ­თა­ის­ში ამოც­ნო­ბა­ზე რო­გორც სა­ჭი­რო იყო. გახ­სე­ნე­ბაც მი­ჭირს რა ხდე­ბო­და ველ­ზე – ქა­ო­სი, დაბ­ნე­უ­ლო­ბა და სი­სას­ტი­კე იყო პო­ლი­ცი­ე­ლებს შო­რის და უცებ რო­გორ გა­მოჩ­ნდა ეს ადა­მი­ა­ნი და რო­გორ მდუ­მა­რედ და სრუ­ლი ემ­პა­თი­ით გვემ­სა­ხუ­რე­ბო­და შო­ვი­დან ქუ­თა­ი­სის სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რომ­დე და უკა­ნა გზა­ზე. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი / Emergency Management Service მგო­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კად­რი გყავთ და ამა­საც ნუ გა­აქ­ცევთ თქვენ­გან ან ქვეყ­ნი­დან #შო­თა­სა­ღა­რე­იშ­ვი

5. მად­ლო­ბა ჩემს მე­გობ­რებს, დე­დას, ძმას, მა­მას, რომ თუთა სრუ­ლად გა­და­ი­ბა­რეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლე­ვენ ვიგ­ლო­ვო და ვიყო მე­გობ­რე­ბის მშობ­ლე­ბის გვერ­დით.

6. მთა­ვა­რი მად­ლო­ბა ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რე­ბის მშობ­ლებს, ჯერ რომ შე­სა­შუ­რად მა­გა­რი მე­გობ­რე­ბი გაგ­ვი­ზარ­დეს და მერე რომ ამ დღე­ებ­შიც ჩემ­თვის სა­მა­გა­ლი­თო­ე­ბი არი­ან, რო­გორ არ და­კარ­გეს სახე, ადა­მი­ა­ნო­ბა, ემ­პა­თია, ში­ნა­გა­ნი კარ­კა­სიც რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს და რო­გორ მზად არი­ან დათო, სო­ფის და გიოს უკ­ვდავ­ყო­ფის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ და იმის­თვი­საც რომ მათ­თან მარ­თლე­ბი იყ­ვნენ.

7. ბოლო კი­დევ, მად­ლო­ბა თქვენ ხალ­ხო, აქ ბევ­რი ახლო, ნაც­ნო­ბი და უც­ნო­ბი მე­გო­ბა­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მყავ­ხართ და თქვე­ნი სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის იმე­დი მაქვს, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი გა­ვაგ­რძე­ლოთ და მთა­ვა­რი, რო­გო­რი ქვეყ­ნის­თვი­საც ეგე­ნი იბ­რძოდ­ნენ, ეგ გა­ვა­კე­თოთ.

პ.ს. ვერ გპა­სუ­ხობთ მე­სი­ჯებ­ზე ყვე­ლას, კო­მენ­ტა­რებ­ზე მით უმე­ტეს, მაგ­რამ ვკი­თხუ­ლობ და მად­ლო­ბა. ოი, და, მად­ლო­ბა კა­მა­რა Kamara-ს რომ ფსი­ქო თე­რა­პევ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბებს უფა­სოდ სთა­ვა­ზობთ შოვ­ში მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხალ­ხს” – წერს ის.

Cesko