დედა-შვილი იპოვეს გარდაცვლილი…ბიჭს კიდევ ეძებენ… ღმერთო, ეს რა დილა გაუთენდა საქართველოს… ცნობილია მათი ვინაობა (ფოტოები)

0
3184
199 Views

ოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნ ცხედრებს შორის კიდევ 2 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა.

ტრაგედიას 49 წლის შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილი, მარიამ მაისურაძე ემსხვერპლა.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, დავით მაისურაძემ დაუდასტურა.

“ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” დავით მაისურაძემ.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სამ რუსთაველს 24 წლის კოტე მაისურაძეს, 4 წლის დავით ხორბალაძესა და 40 წლამდე მანანა ჯაჭვაძეს ეძებენ.

ინფო რუსთავი

 

შოვში და-ძმა და დედა ტრაგედიის ეპიცენტრში მოყვნენ და სამწუხაროდ… გააზიარეთ გთხოვთ. უმძიმესი ინფორმაცია

Cesko