19 Views
სოციალური ქსელის მომხმარებელი თეა გვიჩიანი წერს:
„რამდენიმე წლის წინ, შატილის ტრაგედია რომ მოხდა და 17 ადამიანი ხევში ჩაიჩეხა, მეც იმ ტურზე უნდა ვყოფილვიყავი, უბრალოდ წინაღამით ამინდმა ცოტა დამაფიქრა და დილით უკვე გამზადებულზე რატომღაც დავიზარე კარში გასვლა, რათქმა უნდა იქამდეც და მას შემდეგაც ვმადლობ და ვადიდებ უფალს ყოველი დღისთვის, მაგრამ რა სინდისი და ადამიანობა მათქმევინებდა მსგავსს, რომ მაინცდამაინც მე ვყვარებივარ ღმერთს და ის 17 გარდაცვლილი ადამიანი არა..
ვინც ახლანდელ ტრაგედიაზე წერთ, რომ ვინც გამოასწო ტრაგედიას თურმე ღმერთს ჰყვარებიაო,იმდენი ჭკუაც არ გყოფნით და არც სინდისი გაგაჩნიათ, ამით იმას უსვამთ ხაზს , რომ იქ ჩახოცილები ღმერთს არ ჰყვარებია, თქვენ არაფერი გცხიათ ღმერთიანობის!