28 Views
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი 12 ადამიანიდან 6 იდენტიფიცირებულია. მათ შორის არის ნინო კენჭაძე, რომლის ცხედარიც მამამ ამოიცნო. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
ნინო შოვში მეგობრებთან, გვანცა ბუბაშვილთან და სალომე ხეთაგურთან ერთად იყო. მათ შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ისინი ბოლო მონაცემებით, კალცის წყლის ტერიტორიაზე მანქანით გაადგილდებოდნენ, სტიქიის შემდეგ კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.