,,ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობთ და უიმედოთ ხართ…” – რას წერს გივიკო დიდია

0
646
24 Views

გივიკო დიდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,,ბავშვობიდან მჯეროდა, რომ თუ ფანჯრის რაფასთან დავჯდებოდი და უფალს მთელი გულით ვთხოვდი, სურვილი ამისრულდებოდა. ყოფითი სურვილები არ მქონია, ჩემი სურვილები იგივე ოცნებები იყო.
ოჯახმა და გამოცდილებამ მასწავლა, რომ ოცნებების ასასრულებლად, ბევრი უნდა ისწავლო და იშრომო.

მართალია, უნივერსიტეტი ოჯახური პრობლემების გამო ვერ დავამთავრე, მაგრამ არც გაუნათლებელი დავრჩი და არც წარუმატებელი.

ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ და დროებით უიმედოდ ხარ, გულით მინდა გითხრა, არასოდეს დანებდე. იყავი უბრალო და გულით ღირებული.

არ აჰყვე ცუდ ხმას, იბრძოლე საკუთარი მიზნებისთვის და გწამდეს, უფალი არასოდეს მიგატოვებს.
და ბოლოს, მთავარი საიდუმლო წარმატებისა: იყავი გულახდილი, საქმეში სანდო, პასუხისმგებელი შენს გადაწყვეტილებებზე. არასოდეს მოატყუო და თუ რამეს დაპირდი, შეასრულე სიტყვა.

თუ შეცდომა დაუშვი, არ ტეხავს, აღიარე ეს და გახსოვდეს: პატიოსნების, საიმედოობისა და პასუხისმგებლობის გარეშე, ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი რჩევა არ დაგეხმარება სურვილის ასრულებასა და მიზნების მიღწევაში. სიყვარულით, გაჯენჯილი გივიკო”, – წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში.

Cesko