„Русский корабль, иди на **й“ — აქცია ბათუმის პორტში

0
589
21 Views

ბათუმის პორტში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზეზი რუსული საკრუიზო გემია, რომელიც პორტში დღეს, 27 ივლისს, გამთენიისას შევიდა.

„Русский корабль, иди на **й“, „აფხაზეთი საქართველოა“ – ისმოდა აქციაზე. მოქალაქეებმა აქციაზე მიიტანეს აფხაზეთის და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოკადრები.

გემმა ბათუმის პორტის დატოვება აქციის ფონზე, დაახლოებით, 21 საათზე დაიწყო.

რუსულ გემზე ასეულობით რუსი ტურისტია, რომლებმაც მედიასთან დღეს ანტიქართული, შეურაცხმყოფელი კომენტარები გააკეთეს. ერთმა მათგანმა ისიც თქვა, რომ აფხაზეთსაც სტუმრობდა, რაც ქართული ანტისაოკუპაციო კანონმდებლობის დარღვევაც არის. ჯერჯერობით უცნობია, ამ საკითხზე რაიმე რეაგირება მოახდინა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ტურისტთა ნაწილი აქციის მონაწილეებს გემბანიდანაც შეურაცხმყოფელ ჟესტებს უჩვენებდა. გემთან მისასვლელ ტერიტორიას პოლიცია იცავს.

საპროტესტო აქცია „გარუსების პოლიტიკის“ წინააღმდეგ დღეს გაიმართა თბილისშიც, სადაც ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკა გააკრიტიკეს.

წყარო: netgazeti.ge

Cesko