საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს და სამინისტროს ზოგიერთი თანამშრომელი თანამშრომლობდა ჩემთან, რომლებსაც ვარწმუნებდი რომ ეხლა ხმაური და დემარში ისევ მტრის წისქვილზე დაასხამდა წყალს, მაგრამ ეხლა პირველი მე ვიქნები დამაჩქარებელი კატალიზატორი მხილების და სხვა პროცესების.
ასეთ ქვეყნაში ვცხოვრობთ, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან მილიონ ნახევარს, ირაკლი ღარიბაშვილის მაგინებელ ნაცს, საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს “ექს-დირექტორს” ქალბატონ თამარ იოსელიანს ანაკლიაში უფუნქციო შ.პ.ს – ს გასახსნელად გაატანეს!
ეკონომიკის სამინისტროს “საბოტაჟნიკი ნაცებისგან გაწმენდა უნდა მოხდეს”.
გამოძიებულ იქნას ყველა უკანონობა და ქვეყნის ბოუჯეტის მიმთვისებლები, ისეთები, როგორიც ქალბატონი თამარ იოსელიანი გახლავთ კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ.
სამინისტროში კადრებს დღემდე განაგებს კეზერას თავდაცვის დროინდელი “ეიჩარ” თეა რუსიტაშვილი…
როგორ დავიჯეროთ ამდენი ხანია ქვეყანამკადრები ვერ ნახა რომ საქართველოს ეკონომიკის სამინოსტროს სადავეები და ცხელი წერტილები ისევ ნაცების და საბოტაჟნიკების ხელში აღარ აღმოჩნდეს.
სადაც თავად გენისპექციის შეფი თავად ალეკო ხოჯევანიშვილის დანიშნული, მისი მეგობარი და თავად მიხეილ სააკაშვილის ნათესავი ბექა კაპანაძეა.
ამგვარი საკადრო უსამართლობით და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამინისტროს ნაცების ხელში ჩაგდებით სახელმწიფომ როგორ უნდა შეძლოს განვითარება.
“ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ ეს არც დემოკრატიაა, არც ჰუმანურობაა და არც რაიმე მიდგომის ტაქტიკაა- ეს არის უკვე არა ირიბად, არამედ პირდაპირ ქვეყნის და შენი ამომრჩეველის მტრობა.
ირაკლი ჯანყარაშვილი, სააგენტო publicist.ge-ს ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი
წყარო: publicist.ge