100, 300 და 600 ლარი – რა ჯარიმები ამოქმედდება სექტემბრიდან

0
1823
24 Views

სექტემბრიდან გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.

დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში – 600 ლარით; იურიდიული პირი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში – 1 500 ლარით, ხოლო დამატებითი განმეორების შემთხვევაში – 3 000 ლარით.

გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები განახორციელებენ.

Cesko