მეთიუ მილერი – პრეზიდენტ პუტინს საკუთარი ქვეყნის საზღვრების გადალახვა არ შეუძლია – მას დაკავების ეშინია

0
224
36 Views

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, აღარ დაესწროს აგვისტოში, იოჰანესბურგში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ავტორიტეტის გაუარესებაზე მოწმობს.

მისივე თქმით, კრემლის ლიდერი საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყულ პირად იქცა.

“არ არსებობს საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ რუსეთის ავტორიტეტი მსოფლიოში მნიშვნელოვნად შერყეულია, ვიდრე ის, რომ პრეზიდენტ პუტინს საკუთარი ქვეყნის საზღვრების გადალახვა არ შეუძლია. ის საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყული პირია და მას დაკავების ეშინია”, – აღნიშნა მილერმა.

როგორ ცნობილია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი იოჰანესბურგის BRICS-ის სამიტს ვერ დაესწრება, რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრით, სერგეი ლავროვით იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შედის, რომლის სასამართლომდელმა პალატამ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

სამიტი 22-24 აგვისტოს ჩატარდება და მასში, მასპინძელი მხარის პირველი პირის გარდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ბრაზილიის და ინდოეთის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

Cesko