„ხორბლის შეთანხმების“ გაუქმების შემდეგ ამ პროდუქციაზე ფასი გაიზარდა

0
256
44 Views

რუსეთის მიერ „ხორბლის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ ხორბალზე და სიმინდზე მსოფლიოში ფასი გაიზარდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„ხორბლის შეთანხმების გაფორმების შემდეგ სურსათზე ფასი დაიწია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა“, – განაცხადა აშშ-ის უშიშროების ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა ადამ ჰოჯმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ის გულდაწყვეტილია რუსეთის ამ გადაწყვეტილებით. მისი თქმით, ამ შეთანხმების წყალობით სურსათზე ფასი 23%-ით შემცირდა.

„ასობით მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება, მომხმარებელს ცხოვრების გაძვირება ელოდება“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებას ცინიკური უწოდა. მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინიდან ამ პროდუქციის გატანისთვის კიევს კვლავაც დახმარებას გაუწევს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი შავი ზღვის დერეფნით ხორბლის მიწოდებას მოსკოვის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად გააგრძელებს. მანამდე კი თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ანკარა ხორბლით დატვირთული გემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

Cesko