გაირკვა გარდაცვალების მიზეზი; როდის ჩამოასვენებენ მარიკუნა მიქატაძეს; რას ამბობს გია ფერაძის ძმა – (უახლესი დეტალები)

0
11100
44 Views

14 ივ­ლისს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მსა­ხი­ობ გია ფე­რა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­კუ­ნა მი­ქა­ტა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. აქამ­დე უც­ნო­ბი იყო, კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ, რა ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა ქალი, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია ის, რომ მა­რი­კუ­ნა სა­ბერ­ძნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გარ­დაც­ვლი­ლის ბიძა ილია ფე­რა­ძე “ამბებთან” საუ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ბოლო დროს ძმის­შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რი­კუ­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში ოთხშა­ბათს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

“ყვე­ლა­ფე­რი “ფე­ის­ბუ­ქი­დან” გა­ვი­გე, ერთი რამე რაც ვიცი, მა­რი­კუ­ნას ოთხშა­ბათს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. რა იქ­ნე­ბა, პა­ნაშ­ვი­დე­ბი, რო­გორ იქ­ნე­ბა, არ ვიცი, სამ­წუ­ხა­როდ, ის ცალ­კე, თა­ვის­თვის ცხოვ­რობ­და და ჩემს ოჯახ­თან არ ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

ბი­ძი­ნა გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო არ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, შორს მუ­შა­ობ­და. დას­თან არც ჩვენ გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. რო­გორც ვიცი, ოთხშა­ბათს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. გულ­გა­ხეთ­ქი­ლი ვარ, ჩემი ძმის­შვი­ლი იყო, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო დროს არ გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

მა­რი­კუ­ნა ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან გო­გო­ნა ჰყავს.

საბერძნეთში თა­ვი­სი მე­გობ­რის ოჯა­ხის მიწ­ვე­ვით იყო.

გარდაცვალების დეტალებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, იმის გარ­და, რაც სა­ჯა­როდ იწე­რე­ბა.” – ამბობს ილია ფე­რა­ძე.

მსა­ხი­ობ გია ფე­რა­ძეს ოთხი შვი­ლი ჰყავ­და. მა­რი­კუ­ნა მი­ქა­ტა­ძე მას მე­სა­მე მე­უღ­ლის­გან, ირი­ნა მი­ქა­ტა­ძის­გან შე­ე­ძი­ნა. მა­რი­კუ­ნა მცი­რე­წლო­ვა­ნი იყო, რო­დე­საც დე­დის გა­რე­შე დარ­ჩა, რის მე­რეც ბა­ბუ­ამ და ბე­ბი­ამ – ჯუნა მი­ქა­ტა­ძემ და მის­მა მე­უღ­ლემ მა­რი­კა საყ­ვა­რე­ლი­ძემ შვი­ლად აიყ­ვა­ნეს და გა­ზარ­დეს.

სოციალურ ქსელში “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ” ვიდეოს ავრცელებს შემდეგი ტექსტით:

“ეს მარიკუნა მიქატაძეა. გია ფერაძის შვილი, რომელმაც მთელი ცხოვრება ობოლმა იცხოვრა, გაიარა უამრავი სირთულე მაგრამ ერთი წუთით არ გაბოროტდა, ბოლომდე ადამიანად დარჩა.

მარიკუნა, გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში. გამოძიების თითქმის დადასტურებული ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის

მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა“, – აღნიშნულია ტექსტში.

 

Cesko