პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„კითხვა უნდა დავსვათ მაშინ, რატომ არ მოხდა არავითარი რეაგირება. ომამდე ხდება ეს ყველაფერი ხომ? მე მქონდა პირადად საუბარი ზელენსკისთან და მას, ჩვენ გავუზიარეთ მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა, რომელიც მოვიპოვეთ ოპერატიული და სხვა წყაროებიდან. ეს გამოძიების შედეგად დადგინდა, მათი ჩართულობით. მათ შორის ლორთქიფანიძის, ყოფილი მინისტრის მოადგილის ჩართულობით. ნაცვლად იმისა, რომ რაიმე რეაგირება მოეხდინათ, ეს ადამიანი დააწინაურეს. მიზანი, რის გამო ჩამოვიდა სააკაშვილი აქ, რომ უნდა მოეწყო რევოლუცია, გადატრიალება, არეულობა და ორ თვეში ომი დაეწყო. ამის შემდეგ გახსოვთ თქვენ, უკრაინის ხელისუფლების განცხადებები, რომ სააკაშვილი არის ომის ადამიანი, რომ იგი ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა თურმე არ არის ომისთვის განწყობილი. ასევე მოვისმინეთ განცხადებები, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა. სიტყვა მეორე ფრონტი მათგან მომდინარეობს. ეს ჩვენ კი არ მოგვიგონია. ამიტომ რატომ უკვირთ, რომ ხალხს აქვს გარკვეული იმედგაცრუება და თუნდაც განაწყენებული ვართ“.