კელი დეგნანი: ნატოს ვილნიუსის სამიტის გზავნილი არის ძალიან მკაფიო – ნატოს კარი ღიაა საქართველოში

0
446
23 Views

ნატოს ვილნიუსის სამიტზე მიღებულ კომუნიკეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა. კელი დეგნანი აცხადებს, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის და მოკავშირეებს სურთ, საქართველო იხილონ ნატოში.

„ნატოს ვილნიუსის სამიტის გზავნილი არის ძალიან მკაფიო – ნატოს კარი ღიაა საქართველოში. მოკავშირეებს საქართველოს ნატოში, მაგრამ ამისთვის საქართველომ უნდა განახორციელოს ნაკისრი ვალდებულებები და რეფორმები, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების რეფორმა. როგორც სამხედრო, ასევე დემოკრატიული კუთხით, საქართველო უნდა იყოს სტაბილური და ძლიერი. ყველა მოკავშირე, განსაკუთრებით აშშ საქართველოს წევრობას მხარს უჭერს ალიანსში. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ნება რეფორმების განხორციელების მხრივ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყანა ძალიან კარგად წარმოადგინა ნატოს სამიტზე, რომლის ცენტრალური თემაც იყო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა, ასევე უკრაინის დახმარების სურვილი და ქვეყნების ნება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი პოლიტიკური გეზი, თავად აირჩიონ უსაფრთხოების ალიანსი და საკუთარი ტერიტორიების ერთიანობის დაცვა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნატოს მესიჯი იყო ძალიან მკაფიო – ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა“, – განაცხადა დეგნანმა.

Cesko