“მუთო, ცუდი სიზმარი ვნახე და ფრთხილად, რა, გთხოვ” – რას მიწერა ავარიაში დაღუპულმა ლაშა წიქორიძემ ტრაგედიამდე მეგობარს

0
4339
19 Views

ქუთაისის აეროპორტთან მომხდარ საზარელ ავტოავარიას ხუთი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა; გზიდან გადავარდნილი მანქანა აფეთქდა;  ოთხი ბიჭი სოფელი გეგუთიდან იყო, გოგონა – ლანჩხუთიდან.

მუთიკო სანებლიძე გარდაცვლილ მეგობარს, ლაშა წიქორიძეს ემოციურად ემშვიდობება.

“3 დღე გავიდა, ლაშუ, შენს გარეშე და უკვე საშინლად მენატრები. აღარც მახსოვს როდის გაგიცანი ჩემო ძმაკაცო, მაგრამ ის კი მახსოვს ბავშობიდან არც ერთი დღე, რომ არ წარმოგვედგინა უერთმანეთოდ და სულ ერთად ვიყავით, ჩემო სიცოხლით სავსე კაცო.

შენთან ყველაზე თავისუფლად და იმედიანად ვგრძნობდი თავს. ანომ მომწერა, ბიჭო, გუშინ, რატო დუმხარ მუთიკოოო, რატო არ დებ შენც ლაშასთან ერთად ფოტოებსოო, ხომ ხარ კარგადოო?

არც ფოტოს ვდებდი შენს/ჩვენს და არც აქ შემოვდიოდი, ჩემო გულო, არ მინდოდა ამ ყველაფრის დაჯერება, არ შემეძლო ამის გაანალიზება, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა დამანახეს ყველაფერი დღეს, ლაშუნა ჩვენმა ძმებმაა, ბიჭოო;

ცოცხალ-მკვდარია ყველა, ეს რა გვიქენი, ერთმანეთთან ლაპარაკი გვიჭირს, რით გიშველოთ, ჩემო ტკბილოო, თორე ჰო იცი, ერთმანეთისთვის ყველაფერს ვაკეთებდით, ჩემო ლამაზო ბიჭო. რითი დავამშვიდოთ ერთმანეთი, დრო ჩვენთვის ვერაფერს განკურნავს ჩემო სათნო ბიჭო, უბრალოდ შენთან შეხვედრის დროს დაველოდებით.

რაც მანქანა ვიყიდე დილაობით მახვედრებდი მონაწერს: “მუთო, ცუდი სიზმარი ვნახე და ფრთხილად, რა, გთხოვ”, ყველაფერს განიცდიდი და გულთან მიგქონდა, ჩემო მზრუნველო კაცოო; სულ მეუბნებოდი, წარმომიდგენია, როგორ გამწარდებოდი სანდროს გარდაცვალებითო, ღმერთმა ნუ გამოგაცდევიოს მეორედ ეგეთი სიმწარეო, ბიჭოო… და შენ გამწირე, ლაშუუ, ამისთვის? შენ გამიკეთე ბიჭოო ეს?

მალე ჩამოვალ, ლაშუუ და გაგაცილებ ბოლო გზაზე, ჩემო გულო“ – დაწერა მუთიკო სანებლიძემ.

Cesko