23 Views
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კი – ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, – ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დასკვნით დეკლარაციაშია ნათქვამი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეუთოს წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები ვაგნერის ჯგუფის და მისი შვილობილი სტრუქტურების წინააღმდეგ. დეკლარაცია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, გამკაცრდეს საერთაშორისო ნორმები, რომელიც ნათლად აღიარებს „ვაგნერის“ ტერორისტულ ხასიათს და რუსეთის ფედერაციის, როგორც ამ ტერორისტული ორგანიზაციის სპონსორი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.