20 Views
საზარელი მკვლელობა მოხდა გურჯაანში, კერძოდ სოფელ ველისციხეში. 31 წლის კაცმა თანასოფლელები ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დახოცა. არსებული ინფორმაციით გიორგი ფარსადანიშვილმა, 71 წლის მეზობლებს, გივი კობერიძესა და მერაბ ზალუაშვილს სასიკვდილო ჭრილობები იმ დროს მიაყენა, როცა ორივე მათგანი სოფლის ცენტრში, პენსიის რიგში იდგა.
როგორც მეზობლები იძახიან, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებულსა და ერთ-ერთ მოკლულს შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ, ორივე მამაკაცი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წყარო: siaxle. club