საფრანგეთში მყოფი მეგობარი ქუთაისში დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობება და სულისშემძვრელ სტატუსს აქვეყნებს:
“არ მინდა დავიჯერო.. პარასკევს აქ გელოდებოდით.. ეს რა დაგვემართა ჩემო გულიანო ბიჭო… ღმერთო რატომ…”
დღეს ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, გარდაცვლილი ბიჭები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთიდან არიან.
“ცხედრები სულ დამწვარია, საშინელ მდგომარეობაშია. გარდაცვლილების გარჩევაც კი შეუძლებელია. გლოვობს გეგუთი, გლოვობს მთელი საქართველო”, – განაცხადა ახლობელმა.
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოავარია დღეს მოხდა. მანქანა ბეტონის ჯებირის შეეჯახა, შემდეგ კი საავტომობილო გზიდან გადავარდა და აფეთქდა.
ლაშა
მამუკა