35 Views
ახლახანს ნიუ-იორკში ქართველი ემიგრანტი მოულოდნელად გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი მამუკა შონიაა.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
“ნიუ-იორკში მოულოდნელად გარდაიცვალა იქ სამუშაოდ წასული მამუკა იგორის ძე შონია – გალიდან დევნილი, მშვენიერი ოჯახის პატრონი, ორი ქალიშვილის მამა, ჩვენი გვარის ახალგაზრდა თაობის ღირსეული წარმომადგენელი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი.
ძნელია ნუგეშის სიტყვები უთხრა მამუკას მშობლებს: ქალბატონ როზასა და ბატონ იგორს, ერთადერთ ძმას, მანუჩარს, მეუღლეს, სოფო კილანავას, მამუკას ქალიშვილებს, რომლებიც ძალიან ადრე დაობლდნენ და დაკარგეს მზრუნველი მამა”