საზარელი ამბავი: ახლახანს, კამათის შემდეგ, შვილმა დედას დანა მუცელში ჩაარტყა და სიცოცხლეს გამოასალმა – სად დატრიალდა ტრაგედია?

0
1687
23 Views

არსებული ინფორმაციით, კახეთში, შვილმა დედა მოკლა. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც შვილმა დედას სასიკვდილო ჭრილობები მუცლის არეში, ცივი იარაღით მიაყენა.

მეზობლების თქმით, სავარაუდო დამნაშავეს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა არ იციან რა გახდა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული მოტივი.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები.

Cesko