მორიგი ტრაგედია და კიდევ ერთი დაღუპული ახალგაზრდა – სიონის ტბაზე ახალგაზრდა დაიხრჩო

0
1523
26 Views

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. “მეტრონომის” ინფორმაციით, ბიჭი სიონის ტბაზე დაიხრჩო.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ილია აფციაურია.

“არვიცი ზუსტად რა იყო მიზეზი. ტბიდან ამოიყვანეს გარდაცვლილი” – ამბობს “მეტრონომთან” გარდაცვლილის ახლობელი.

ორგანიზაცია „წითელი ჯვარი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია მწუხარებას გამოთქვამს, მათი მოხალისე წევრის ილია აფციაურის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

26 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიონის ტბაში სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცის ცხედარი მაშველებმა ტბიდან ამოიყვანეს.

„საქართველოს წითელი ჯვარი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თიანეთის ფილიალის მოხალისის, ილია აფციაურის, ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ილიას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.

ილია ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და აქტიური მოხალისე იყო”,- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

წყარო: mix.metronome.ge

Cesko