“წმინდა მიქელა” ბრუნდება ანუ ძრწოდეთ: „ტრაკების პარადი“ იწყება!…

0
3069
29 Views

გთავაზობთ ახალი ამბების სააგენტო თბილისი 24-ის სარედაქციო წერილს:

არსად წასულა და ბრუნდება, მშობლიური ენა არ ახსოვდა და სასამართლო პროცესზე თარჯიმანს ითხოვდა, მძიმე ლითონებით მოწამლული , დემენცია – კახექსიით კვდებოდა ,მაგრამ „სასწაულთმოქმედ“ თორნიკე( რიჟვაძე) „ლოცვას“ საბოლოოდ გამოუჯანმრთელებია , განუკურნავს და ბრძოლის ხასიათზე მოუყვანია.

მდინარაძის ცინიზმი „თორნიკეს მოუბრუნებია“ არ ესიამოვნათ სააკაშვილის ძუძუმწოვრებს, ე.წ. გენერალიტეტს და აჭარის მბრძანებელი „ქვეყნის მოღლატე, რუსების უკანალში შემძვრალი” და სხვა ღირსების შემლახავი ეპითეტებით შეამკეს.

„ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში.
საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.
უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოოთ, მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.
დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ.
ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“,- წერს პუტინის ტყვე მხედართმთავრის, მიქაელ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი .

წყარო:tb24.me

Cesko